როგორ გახდა „ზონდერობაში“ მხილებული ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლოს და ბიზნესის ,,საფრთხობელა“
პოლიტიკა - 12:50, 14 Oct, 2017     3669
მართალია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმ ეგიდით მოვიდა, რომ მმართველობას ისეთი მანკიერი ასპექტებისგან გაათავისუფლებდა, როგორიც მაგალითად, ე.წ. „რუხი კარდინალის“ ინსტიტუტია, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ ბოლო ხუთი წელია, ქვეყანა ჩრდილოვანი მმართველობის საფარქვეშ არის გახვეული. ახლა, ეს შეფასება შეიძლება, ზოგისთვის გადაჭარბებულია, მაგრამ ადამიანები, ვინც პოლიტიკის კულუარებში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, სახელისუფლებო გუნდმა არაერთი „რუხი კარდინალი“ შვა.

„ფარული მმართველობა და „რუხი კარდინალობა“ სხვადასხვა რამეა, - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელსაც „ოცნებასთან“ საქმიანი ლინკები აკავშირებს, - კი ბატონო, ივანიშვილი ყველას და ყველაფერს შეიძლება, მართლა აკონტროლებს, მაგრამ არის თემები, რომელსაც, როგორც იტყვიან, თავისი უსტაბაში ჰყავს. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ვანო ზარდიაშვილია“.

ზოგადად, ზარდიაშვილის პერსონა ქართული პოლიტიკური ინსტემბლიშმენტისთვის დიდი ხანია ცნობილია. ყოველ შემთხვევაში, მისი პიროვნება ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გააქტიურდა და რაც ყველაზე საინტერესოა, მაშინ მის წინააღმდეგ - არც მეტი, არც ნაკლები - ივანიშვილის „მე-9 არხი“ ილაშქრებდა. ყველაფერი კი სასამართლოდან დაიწყო. წინა ხელისუფლების დროს, ზარდიაშვილი საქალაქო სასამართლოში არცთუ ისე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ როგორც ამბობენ, სწორედ მას ევალებოდა სასამართლოს მანდატურებისა და სხვა პერსონალის გაკონტროლება, რადგან ისინი „ოცნების“ მიტინგებზე არ წასულიყვნენ და ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანებისთვის მხარდაჭერა არ გამოეცხადებინათ.

უფრო მეტიც, საზოგადოებას ახსოვს, რომ სასამართლოს მანდატურებმა საგანგებო პრესკონფერენციაც გამართეს და ზარდიაშვილი ზეწოლაში ღიად დაადანაშაულეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ზარდიაშვილი საკადრისად დაისჯებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს პიროვნება არათუ დაისაჯა, არამედ, „ოცნების“ აპეკუნი გახდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი, „ოცნების“ გამსვლელ სიაში 28-ე ნომრად ვიხილეთ და საბოლოოდ, პარლამენტში თანამდებობაც მიიღო - დღეს ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ამასთან, ზოგს აქვს გონივრული ეჭვი, რომ ბიზნესმენებთან ურთიერთობის დალაგებას სწორედ ის ხელმძღვანელობს.

ზოგადად, ის, რომ ყოფილი „ზონდერები“ თუ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც ხალხს წლების განმავლობაში პრეტენზიები ჰქონდა, „ოცნებაში“ აითქვიფნენ, უცხო არ არის, მაგრამ მარტო რიგით ადამიანებს კი არა, თავად პოლიტიკოსებსაც უკვირთ ზარდიაშვილის აღზევება.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ერთ-ერთმა „ფეისბუქმომხმარებელმა“, დავით ჟღენტმა სოციალური ქსელში შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„ვინ არის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი? ვანო ზარდიაშვილის CV-ის მიხედვით მისი სამსახურეობრივი კარიერა წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. 2004 წელს ის თბილისის საოლქო სასამრთლოში მუშაობდა, შემდეგ - იუსტიციის სამინისტროში, ამის შემდეგ კი - უშიშროების სამინისტროში, შემდეგ - პროკურატურაში, თბილისის მერიაში და საქალაქო სასამართლოში. ახალი ხელისუფლების პირობებში, ანუ 2012 წლის შემდეგ 34 წლის ზარდიაშვილი ჯერ აუდიტის სამსახურში, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, 28-ე ნომრად მოხვდა და ახლა დეპუტატის მანდატი აქვს. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ კომპლექსის გარდა, დღეს უკვე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სახელზე მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში 6 ბინაა გაფორმებული. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 8 ბინიდან მის ქონებრივ დეკლარაციაში ორი შეტანილი საერთოდ არ არის.

დეკლარაციიდან ასევე, ირკვევა, რომ მან ბანკიდან 131 000 დოლარის სესხი აიღო და ეს თანხა მალევე წინმსწრებად დაფარა. ამავე დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, მისი ოჯახის ყოველწლიური შემოსავალმა 100 000 ლარს მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე მიაღწია.

რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ სიმპათიის გამოხატვა დანაშაული არ არის. ამასთან, დანაშაული არც ის არის, რომ ადამიანს პოლიტიკური გემოვნება შეეცვალოს, მაგრამ როცა კონკრეტულ პიროვნებას კონკრეტულ დანაშაულში ამხელენ, ხელისუფლება ვალდებულია, რომ თუნდაც ზრდილობისთვის, გავრცელებული ხმების მოკვლევა-შესწავლა დაიწყოს, მაგრამ ზარდიაშვილის პასუხისმგებლობის შესახებ „ოცნების“ გუნდს არამცუ უმსჯელია, არამედ, აზრადაც არ მოსვლია, რომ ზარდიაშვილი, ასე ვთქვათ, დაემალა. თავად ზარდიაშვილმა კი ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, როცა მას ჰკითხეს, თუ სად იყო და რას აკეთებდა 2012 წლამდე, მოკლედ განაცხადა, ტექნიკურ დავალებებს ვასრულებდიო.

ასეა თუ ისე, ზარდიაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტემბლიშმენტი ამბობს, „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი კომპრომატია, რომელიც როცა საჭირო იქნება, „ოცნებასაც“ ისევე აქცევს ზურგს, როგორც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობა“ გაყიდა. დღეს კი ზარდიაშვილი, როგორც ჩანს, საჭიროა - ბიზნესმენებსა და სხვა დაუმორჩილებელ „ტიპებთან“ ურთიერთობის დალაგებაზე „ოცნებასაც“ სჭირდება პიროვნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42