"2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილი არ შეიტანება" - შემოსავლების სამსახური
პოლიტიკა - 20:50, 13 Oct, 2017     7079
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილი არ შეიტანება:

"2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილები არ შეიტანება (მსუბუქი ავტომობილები ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახვას ექვემდებარება მხოლოდ 2018 წლის და შემდგომი საანგარიშო პერიოდ(ებ)ში). საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, ფიზიკური პირის, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს (საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი), იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი), 2017 წლის 1 იანვრიდან დაემატა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები (საქართველოს კანონი N97-Iს, 16 დეკემბერი 2016 წ.). სსკ-ის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. შესაბამისად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2017 წლის დეკლარაციაში შეიტანება დასაბეგრი ქონება 2016 წლის მიხედვით, ხოლო მსუბუქი ავტომობილები ვერ იქნება განხილული 2016 წლის მიხედვით დაბეგვის ობიექტად (გარდა, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივებისა)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42