„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვისმენთ ასეთ განცხადებებს. ეს არის არა მარტო ოპოზიციონერის განცხადება, არამედ ეს არის რადიკალი ოპოზიციონერის განცხადება. ასე არ უნდა საუბრობდეს პრეზიდენტი პირადად თუ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. ამაზე კომენტარის გაკეთება არის, უბრალოდ, შეუძლებელი. როდესაც ასეთ რამეს ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი ანუ იმ თანამდებობის პირის წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შემაშფოთებელი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კონსტიტუციურ კანონპროექტის ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ პარლამენტის თავმჯდომარე.
„ეს უკვე ტექნიკური საკითხია. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის მიერ იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი. პრეზიდენტის პრეროგატივაა, პირველ რიგში, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. თუ ის ხელს არ მოაწერს, მაშინ ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი დოკუმენტის ხელმოწერაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






