საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო, რომელმაც ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ ხალხს სისხლიანი ცხრა წლის შეხსენება მობეზრდა:
“მე აქ ვდგავარ იმისთვის, რომ შეგახსენოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები უნდა წავიკითხოთ მთლიანად, რათა მიგითითოთ, რომ ქართველ ხალხს მოსწყინდა მითითება სისხლიან ცხრა წელზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების დროს აღზევდა, დაწინაურდა ერთერთი ყველაზე ისტორიული საქმის, გირგვლიანის საქმის მოსამართლე და პიროვნებები, სჯობს, რომ ეს კონსტიტუცია არ იყოს მხოლოდ ქართული ოცნების“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






