საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაძლია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა:
"ხელისუფლებამ თქვა, რომ "ჩვენ" ვართ მართლები და სხვა დანარჩენი არის მტყუანი, კიდევ ერთეხლ მოახდინა, მათი აზრით, "კარგი საქმე"- საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალის დემონსტრირება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გაიგო, რომ დემოკრატია ნიშნას დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხვას. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელსისუფლებამ ვერ ისწავლა წინა ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო. როგორ დაამთავრა წინ ხელისუფლრბამ, მე ვფიქრობ, ეს კადრები მაინც ხელისუფლებას აქვს",-განცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






