უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია - " ოცნებამ გადაწყვიტა დადგომოდა გაყოფის და არა გაერთიანების გზას"
პოლიტიკა - 16:47, 13 Oct, 2017     1010
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით ქართული ოცნება გაყოფის გზას დაადგა.

"დღეს ოცნებამ გადაწყვიტა დადგომოდა გაყოფის და არა გაერთიანების გზას. დადგომოდა ერთპარტიულობის და არა მრავალპარტიულობის გზას. გუშინ, კომიტეტის სხდომაზე, რომლის ჩანაწერის ამოღებაც შეგიძლიათ, მე დაწვრილებით ჩამოვთვალე იმ პარტიების ისტორია, რომლებიც დღეს ოპოზიციურ სპექტრში არიან წარმოდგენილნი. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ღირსებაზე მეტყველებს, რომელიმე პარტიის, ოპოზიციური იქნება ეს თუ სამთავრობო, პარტიის დამცირება, იმიტომ რომ ისინი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენენ. დღეს მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც მხარდაჭერილია მხოლოდ უმრავლესობის მიერ. ეს ჩვენი რეალობისთვის, ვენი ქვეყნის დემოკრატიულობისთვის სახარბიელო არ არის და ჩვენ მხოლოდ წუხილი შეგვიძლია გამოვთქვათ ამასთან დაკავშირებით"- განაცხადა ანა დოლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაძლია.

მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა.

გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42