სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, კენჭიყრის დაწყებამდე "ევროპილი საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობას პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინება, ხოლო შემდეგ ახალი ცვლილებების ინიცირება შესთავაზა:
“რახან პრეზიდენტი არ დაეტანხმა ვეტოს თქვენეულ ვარიანტს ახლა თქვენ აპირებთ რომ ინიცირება მოახდინოთ ამ ცვლილებების ინიცირება, გთავაზობთ ერთგვარ პროცედურულ ჟეტს. დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და ინიცირება მოახდინეთ იმის, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ეგეთი ვარიანტი? ხომ გაქვთ უმრავლესობა. ჟესტს გააკეთებთ საზოგადოების და პრეზიდენტი ინსტიტუტის მიმართ. იქნებ ცადოთ.“- მიმართა გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით „ევროპული საქართველოს“ ლიდერს უმრავლესობის ჭკუაში მოტყუება სურს:
„თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვიჯდებოდით 116 და თქვენ 21 აქ. ასე რომ ბატონო გიგა ჭკუაში მოტყუება ცოტა ისეთი მცდელობაა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






