დაკავებულებს ჰიპერმარკეტ „გორგიას“მფლობელის გატაცებისა და გამოძალვის მომზადებას ედავებიან.
ცნობილი ხდება ისიც, რომ დაკავებულთა მიერ ნაქირავები ბინის გარდა სამართალდამცავებმა ჩხრეკა გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლის სახლიც გაჩხრიკეს.
რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ, არ ვიცი რა პოზიცია შეიცვლება და რატომ იყვნენ იმ სახლში, ანუ ამასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პოზიციები, რომელსაც ალბათ შეიტყობთ შემდგომ. ის ვიდეო, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ უფლება არ ქონდათ, რომ გამოექვეყნებინათ, რამდენად ავთენტურია, რამდენად შეესაბამება, ეს ყველაფერი სადაო საკითხია,“ - განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული 4 პირი ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები ”გორგიას” დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






