ცესკომ 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 15:00, 13 Oct, 2017     853
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ წელს. გვინდა ეს ყველაფერი გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში მოცემულია ის ღონისძიებები და ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას საარჩევნო პროცედურებში და რომლებმაც ძალიან წარმატებით იმუშავა საპილოტე რეჟიმში. საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენს მზაობას არჩევნების ჩასატარებლად და ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ ისაუბრა ქცევის კოდექსზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად 31 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ცესკოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე; დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე.

"ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.

2017 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის განახორციელეს 6 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 000-ზე მეტმა პირმა. აღსანიშნავია, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ კურსდამთავრებულები; ისინი, ასევე, მოხალისეებად ჩაერთნენ ცესკოს ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელებაში.

მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 166 აქცია გაიმართა, მათ შორის 20 – თბილისში. ინფორმირების შედეგად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებისთვის ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით 27 სექტემბრის მდგომარეობით ისარგებლა – 319 079-მა ამომრჩეველმა.

საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს. პარტიების ნაწილმა წარმომადგენელი ყველა დონის კომისიაში ელექტრონული წესით უკვე დანიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად"- აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42