"მზად ვართ, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის საბოლოო რედაქციის შესახებ კონსულტაციები განვავრცოთ"- კობახიძე
პოლიტიკა - 14:54, 13 Oct, 2017     764
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მან ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გამართა და ვენეციის კომისია შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტში უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

„მქონდა პირადად კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან და ისინი შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას დოკუმენტის ტექსტში. ეს არის მათი პოზიცია, უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა რამე წერია ევროპულ კონვენციაში, ამის გამო არის მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა. თორემ ზოგადად იმ მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეიძლება იყოს საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის, ამ მიდგომას ისინი ზოგადად ემხრობიან და მხარს უჭერენ. ამიტომ ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე უკვე ახალი რედაქცია, როგორც დაანონსდა ჩვენი მხრიდან, აისახება იმ დოკუმენტში, რომლის ინიცირებაც მოხდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია გარკვეული საკითხები, კერძოდ ის, რომ ქვეყნის კონკრეტულ კუთხეებში რწმენის თავისუფლება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანთა რეკრუტირების საბაბად გამოიყენებოდა.

„აქ არის გარკვეული საკითხები გასათვალისწინებელი, მათ შორის ისიც, რომ რწმენის თავისუფლება საქართველოში, კონკრეტულად საქართველოში, კონკრეტულ კუთხეებში, გამოიყენებოდა საბაბად იმისათვის, რომ მომხდარიყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება. 200 ასეთი ადამიანის რეკრუტირება მოხდა სწორედ რწმენის თავისუფლების საბაბით. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი აისახა კონსტიტუციის შესაბამის მუხლში. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ განვავრცოთ კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია იმ მუხლის, რომელიც ეხება რწმენის თავისუფლებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42