„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის რიგგარეშე ესხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. რიგგარეშე სხდომაზე საკონსტირუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
სხდომის დატოვებამდე რომან გოცირიძე ტრიბუნასთან სიტყვით გამოვიდა:
"დღეს მოქმედებს ბლოკების სისტემა ვერ გეღირსებოდათ პარლამენტში ჯდომა, რომ ბლოკებით არ მოსულიყავით... ეხლა თქვენ გინდათ, რომ აკრძალოთ პარტიების გაერთიანება" განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ბლოკების სისტემა მხოლოდ მომავალ არჩევნებზე "სეზონურად" დაუშვა და ახლა ამისთვის მადლობას ითხოვს. გოცირიძე ამბობს, რომ ამ სისტემის მოსახლეობას აღარ ექნება შესაძლებლობა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს.
გინდათ გაინაღდოთ 2030-მდე ხელისუფლებაში ყოფნა როგორც ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა და ეს საკრალური 2030 კი გაქრა ტელევიზიის ეკრანიდან, მაგრამ თქვენ გულებში არის. ნურას უკაცრავად. ვერ იქნებით თქვენ ვერც 20 0-მდე და ვერც მომავალი 7 წლის განმავლობაში.
ვერ ეღირსებით საკუთარი პრეზიდენტის დასმას ვიღაც ხმოსნების მიერ . ისე არ მოხდეს, რომ ამ ხმოსნების სისტემით ჩვენ დავდგეთ იმ ალტერნატივის წინაშე, რომ მომავალი პრეზიდენტი იქნება ან ქართუს რომელიღაც კლერკი, ან რომელიღაც "მილანისა" თუ "ბენფიკას" ფეხბურთელი...მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება ... შვიდი წლის შემდეგ არათუ ქართული ოცნება, საერთოდ "ქართუს ბიჭები" სად იქნებიან კიდევ ღმერთმა იცის" განაცხადა რომან გოცირიძემ
მასალის გამოყენების პირობები






