საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას , იმასთან დაკავშირებით რომ კონსტიტუციის მიღება ერთი პარტიის მიერ არ მომხდარა, იმიტომ რომ კოალიციაში 5 პარტიია შედის . გიგა ბოკერია პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. ბოკერიამ ანა დოლიძეს მიმართა და კოალიციაში შემავალი პარტიების „პოლიტიკურ ცხოვრებას“ გაუსვა ხაზი. მისი თქმით აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში არის „კლდეკარის ფრაქცია“, რომელსაც აჯანყებული ლიპარიტ ბაღვაში- კახა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობს:
„მე ძალიან მიკვირს, როგორ ვერ შეამჩნიეთ ეს 5 პარტია ცალცალკე რომ არიან, არ ადევნებდით თვალყურს პოლიტიკურ ცხოვრებას? როგორი მძლავრი პარტიები არა და რეალური კოალიცია აქვთ. ეტყობა გამორჩათ, ეგ როგორ არ იცით მე-6 პარტიაც აქვთ , ფრაქცია „კლედეკარის ფრაქცია“ ლიპარიტ ბაღვაშის, კახა ოქრიაშვილი აჯანყებული, ოღონდ დიდი ლიპარიტი, რომელიც არ დამარცხებულა.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






