,,ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ…“ - დეპუტატი ირაკლი ხუხუბია შვილის დაღუპვის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:14, 13 Oct, 2017     39801
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია შვილის, ბექა ხახუბიას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპვათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად გარდაიცვალა ჩემი შვილი ბექა ხახუბია. მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას.

გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას.

ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს!

ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას",-ნათქვამია ირაკლი ხახუბიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42