"სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც დეპუტატები კითხვებს სვამენ და პასუხებს ვერ იღებენ" - კობახიძე ანა დოლიძეს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 13:52, 13 Oct, 2017     972
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს მოუწოდებს, კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების სწორად ციტირება მოახდინონ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ანა დოლიძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხარო პრაქტიკაა, როცა დეპუტატები კითხვებს სვამენ და პასუხებს ვერ იღებენ.

„აქ საუბარი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე და სამწუხაროდ, არასწორად იქნა ციტირებული შესაბამისი დასკვნები. საუბარი იყო ევროკავშირსა და ვენეციის კომისიაზე. ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას. ეს არის ევროკავშირის დასკვნა, რომელიც არასწორად იყო ციტირებული და საუბარია, ასევე, ვენეციის კომისიაზე. ამიტომ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია, მათი დასკვნების სწორად ციტირება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრები დასმულ შეკითხვებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან პასუხებს ვერ იღებენ.

„სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს, მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც, ბუნებრივია, არის სამწუხარო პრაქტიკა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42