„ეს არის საერთო სახალხო შეთანხმებით მიღებული მოტივირებული შენიშვნები, რომლსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია , გარდა ერთადერთი პარტიისა, ახლა გვესმოდა რომ თურმე ერთი კი არა 5 ყოფილან, მე მგონი გურამ დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაკითხული, როცა ამბობს, რომ 1+1 ყოველთვის არაა 2. წარმოვიდგინოთ რომ მიდის მოქალაქე რომელსაც ქვია სერვანტესი და გვერდით მიდის მოქალაქე რომელსაც ქვია მწვანეთა პარტია ან მრეწველთა პარტია, იმ ერთს მიმატებული ის ერთი იქნება ორი? ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ ხართ ერთი? ამ შენიშვნების უკან კი დგას დანარჩენი ყველა. ეს ერთიც არ არის ერთი, რომ არა ბიძინა ივანიშვილის 7. რომ არა ეს შვიდი მილიარდი ეს ჯამური ერთი იქნება ნული. ამიტომ როდესაც საუბარი იყო რამდენპროცენტიანი მხარდამჭერით სარგებლობს ის პარტიები, იმ შვიდი მილიარდის გარეშე თქვენი მხარდაჭერა იქნება ნული.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






