"პროკურატურის სამარცხვინო საქციელი და სიბინძურე" - ზაზა ხატიაშვილი დეკანოზის ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას დაშინებათ აფასებს
პოლიტიკა - 12:09, 13 Oct, 2017     1533
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ "საქმე გვაქვს ადვოკატების დაშინების მცდელობასთან".
მისი შეფასებით, დაუშვებელია ადვოკატს აიძულო იმ საქმეზე ჩვენების მიცემა, რა საქმეზეც ის საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

„ეს არის არნახული ზეწოლა თავისუფალ პროფესიაზე, ადვოკატზე, ეს არის სამარცხვინო და სიბინძურე, რომელიც ჩაიდინა პროკურატურამ. ადვოკატებს იბარებენ 374-ე მუხლით, რომელიც მოიცავს სამძებრო საქმიანობას და გამოძიების მასალების გამჟღავნების გამო პირის პასუხისმგებლობას. იბარებენ ადვოკატებს და ეუბნებიან მოგვეცით ჩვენებები, თუ როგორ მოხვდა სასამართლოდან ტელეკომპანიებში საქმის მასალები. ეს სამარცხვინო ფაქტია და ყველა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმის დარღვევაა“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ციანიდის საქმის ადვოკატები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მისაცემად დაიბარეს. საქმე ეხება მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტს.

ადვოკატები სასამართლოში 13:00 საათზე უნდა მივიდნენ. ცნობისთვის, საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზის უფლებადამცველები პროკურატურაშიც იმყოფებოდნან, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

დღეს სასამართლოში ციანიდის საქმის სამ ადვოკატს - სულხან კობახიძეს, პაატა მეხრიშვილს და მიხეილ რამიშვილს ელოდებიან.

როგორც პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ აქვთ უფლება არ მისცენ ჩვენება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. მეხრიშვილის თქმით რომ გამოძიებას ჩვენებას არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არ მისცემს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42