"სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს თავად პოლიციელთა უფლებები"- შსს ომბუდსმენის ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 17:35, 12 Oct, 2017     1652

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველის ბრალდებებს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის მხრიდან ბოლო პერიოდში საქართველოს პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

შსს-მ უკვე გაავრცელა განცხადება თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი განმარტებით, რომელიც პოლიციის ქმედების კანონიერებას ადასტურებდა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შსს-ს სისტემაში, დაკავებულ პირებთან ურთიერთობის, მათი მონახულების პრობლემა არასდროს შექმნიათ, მათ შორის, არც მოცემულ შემთხვევაში. აქციიდან პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილი, დაკავებული პირების მონახულების საშუალება, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირველივე ფიზიკური შესაძლებლობის შექმნისთანავე მიეცათ.

ამდენად, გაკვირვებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

შს სამინისტრო დიდ პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა, მიუხედავად მისი პროფესიისა თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ამდენად, გამოვხატავთ შეშფოთებას, ვინაიდან სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გაჟღერებული, დაუსაბუთებელი ბრალდებები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს - შსს-ს მიმართ, რამაც ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს.

სახალხო დამცველს მართებს, მიუკერძოებლად შეასრულოს კონსტიტუციური ორგანოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. მას, როგორც ომბუდსმენთა საერთაშორისო გლობალური გაერთიანების წევრს, ჯეროვნად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობა და მოქმედებდეს ობიექტურად, კრიტიკული დამკვირვებლის პოზიციიდან, მიმართავდეს ყველა ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტებით. ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ერთპიროვნული შეფასებებით, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანითა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის თვითდისკრედიტაციით.

აქვე, შევნიშნავთ იმასაც, რომ სახალხო დამცველის მხრიდან პოლიციის სისტემაში დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი არის ყოვლად დაუსაბუთებელი, ზედაპირული და არ ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას. როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში, მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო, იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.

სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს თავად პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ პირთა მხრიდან პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, პოლიციელებზეც ვრცელდება. არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ამგვარი, სახალხო დამცველის ინსტიტუტისათვის შეუფერებელი მიდგომები, საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და ქმნის წინაპირობას დანაშაულის წახალისებისთვის.

გვსურს, ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი გადაცდომის გამოვლენა და მასზე ადეკვატური რეაგირება უწინარესად სწორედ შსს-ს ინტერესს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ეფექტურად მუშაობს შსს-ს გენერალური ინსპექცია, რომელიც არც ერთ შეტყობინებას რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც ღია და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული სტატისტიკა, თავის მხრივ, ცხადყოფს უწყების მიდგომებს ნებისმიერი სახის გადაცდომის მიმართ.

შს სამინისტრო არასდროს გაურბის ობიექტურ კრიტიკას და მოწოდებულია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით, სახალხო დამცველის ოფისთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, დასავლური სტანდარტების, ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42