საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილავენ. დეპუტატებს მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსი გააცნობენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა თანხმობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს:
„დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები უპრეცენდენტოა, ვინაიდან პირველ რიგში ეს არის ვეტო ქვეყნის უმაღლეს კანონზე, კონსტიტუციაზე, გარდა ამისა ეს არის თანხმობის ვეტო, იმიტომ რომ ამ ვეტოს ჰყავს რეალურად ორი პატრონი, ეს არის უმრავლესობა, რომლის ხუთი პრინციპული საკითხი არის გათვალისწინებული, ასევე არის ოპოზიცია, რომლის ოცი პარტიისაგან შემდგარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა ამ დოკუმენტის შემუშავებული, შესაბამისად რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ ამ თანხმობის შანსს ჩვენი უმრავლესობა არ გაუშვებს ხელიდან და გულისყურით მოეკიდება“, - განაცხადა ანა დოლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






