თავდაცვის მინისტრი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
პოლიტიკა - 17:31, 12 Oct, 2017     649
ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

ლევან იზორიამ ნატოს წარმომადგენელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიულ ფასეულობებსა და საერთო უსაფრთხოების ძალისხმევას იზიარებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას 2018 წელს გააგრძელებს. ჯეიმს აპატურაიმ ქართულ მხარეს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესს და ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის კონკრეტული შეთავაზებები შეიმუშავა.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ნატოს სტრატეგიული მიზნებისკენ - თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და შეკავების პოლიტიკისკენაა მიმართული.

ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერა აღუთქვა: „თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრის ხელმძღვანელობით, ფუნდამენტალური რეფორმები განახორციელა. ეს რეფორმები ნამდვილად ძალიან წარმატებულია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რომელსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც ორმხრივ ფორმატში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა არსებითი პაკეტი, სწავლებები, მომავალი თანამშრომლობა შავი ზღვის ფორმატში. ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და ხშირად ვამბობ - ბევრი ნატო საქართველოში და ბევრი საქართველო ნატოში და ეს ნამდვილად ასეა. ველოდებით ნატოს მინისტერიალებს, მომავალ წელს კი, ნატოს სამიტს. ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს წინ წავიწიოთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42