საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილავენ. დეპუტატებს მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსი გააცნობენ.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის დავალებით იგი და უშიშროების საბჭოს მდივანი ხვალ სესიაზე დასწრებას აპირებენ, თუმცა დღეს მათ დაუკავშირდნენ პარლამენტის ადმინისტრაციიდან და განუცხადეს, რომ ხვალ მათ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში ვერ შეუშვებენ.
„დღეს, ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს საქართველოს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში, მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაც და პროექტიც, არსად არ წერია, რომ საკუტარია დმინისტრაციის უფროსი, საკუთარი მაღალი თანამდებობის პირები, არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში, იმედი მაქვს, რომ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი მოგვარდება“, - აცხადებს აბაშიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






