წელს ფერმერებს კარტოფილიდან მიღებული შემოსავალი გაუორმაგდათ
პოლიტიკა - 17:05, 12 Oct, 2017     1252
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კლევით ცენტრსა და კარტოფილი საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ერთობლივი კვლევების პროექტზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ერთობლივი განხორციელებული პროექტების გაცნობის მიზნით კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს, წილკანსა და ჯიღაურაში ესტუმრნენ. წილკნის ბაზაზე სტუმრებმა ინ ვიტრო ლაბორატორია და ორანჟერიები დაათვალიერეს, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ გადმოცემული კარტოფილის 78 კლონის განვითარებას დააკვირდნენ და საქართველოში მეკარტოფილეობის მდგომარეობაზე ზოგადი ინფორმაცია მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.

რამდენიმე წელიწადში სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა ამოქმედდება. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ უკვე ძალაშია და დაწყებულია რამდენიმე ფერმერული მეურნეობის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ.

სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

ინ ვიტრო ლაბორატორიაში კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, მიკრომცენარეების სინჯარებიდან ორანჟერეაში გადარგვა ხდება. მათი გამოცდა კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიზანია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კარტოფილის კულტურების განვითარების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს კვლევას და ინოვაციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და სხვა შესაძლებლობების განვითარებაში. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR). ეს კონსორციუმი აერთიანებს კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42