„როდესაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გქონდათ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან. უკვე ორი თუ ერთი წლის გასვლის შემდეგ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვენით იმედგაცრუებულია. როგორია თქვენი დამოკიდებუკლება ამ ადამიანის მიმართ, რომელსაც ბევრი საქართველოს რეალურ მბრძანებლად მიიჩნევს? როგორია მისი როლი?
ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს უკვე ოთხი წელია.
არც კომუნიკაცია?
არა.
რატომ?
ეს არის პირადი საკითხი, რომლის განხილვასაც ტელევიზიით არ ვაპირებ. არც არასოდეს დამიწყია ამის გარჩევა მასმედიით. მე ვფიქრობ, რომ არც უნდა განვიხილო, რადგან ეს არის ურთიერთობა სახელმწიფო ჩინოვნიკს, რომელსაც მე წარმოვადგენ გარკვეული ინსტანციით და მოქალაქეს შორის. ეს შეიძლება იყო მხოლოდ პირადი ურთიერთობა, რომლის განხილვასაც არ დავიწყებ. ბუნებრივია, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ჩემზე ისაუბროს, თუნდაც არასწორად, ეს ნორმალური დემოკრატიული პროცესია.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






