GDSC- ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 14:56, 12 Oct, 2017     549
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) მასპინძლობს, ტოტალური თავდაცვის საკითხების განხილვას დაეთმო.

პანელის სპიკერებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. პანელს RUSI-ს ასოცირებული დირექტორი ჯონათან ეიალი უძღვებოდა, რომელმაც ტოტალური თავდაცვის ევოლუცია მიმოიხილა.

თავდაცვის უწყებას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარმოადგენდნენ. ლელა ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გააცნო, რომელიც 4 - ფსიქოლოგიური, სამხედრო, სამოქალაქო და ეკონომიკური ელემენტებისგან შედგება. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის ძირითადი საფუძველი უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმია, რაც არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ახალი კონცეფციის შემუშავებისას მან ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მიღებულ გამოცდილებაზე გაამახვილა. დისკუსიისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რასაც ნატო არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს სთავაზობს. აღნიშნული კონცეფცია მთავრობის დამტკიცების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარედგინება. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სისტემის დანერგვისთვის საჭირო რესტრუქტურიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც მართვისა და კონტროლის სისტემები გაუმჯობესდა.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარლოტა ქოლენმა ტოტალური თავდაცვის შვედურ მოდელზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის მიდგომა ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ფინეთის პასუხია. ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმაც. პანელზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით RUSI-ს მკვლევარი იგორ სუტიაგინი ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა რუსეთის მთავრობის პოლიტიკურ მიზნებზე და სურვილზე, აღადგინოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოზე. მისი თქმით, ამისთვის რუსეთი მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, დიპლომატიურ, საინფორმაციო საშუალებებს იყენებს, ხოლო რუსეთის მიდგომა - ტოტალური აგრესია - გვავალდებულებს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გვქონდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42