„სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურამ აღძრა საქმე, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მათ სურთ, ადვოკატების წინააღმდეგ ჩაატარონ დამსჯელი ღონისძიება და მე მინდა გავაფრთხილო ის ტვინგამოცლილი პროკურორი, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე მინდა გავაფრთხილო სავარაუდოდ რიგითი მურუსიძე, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და ადვოკატები დაიბარონ მაგისტრ მოსამართლესთან დასაკითხად, ამას მოჰყვება მეგობრებო ძალიან მწვავე რეაქცია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ დაუშვებს, რომ ადვოკატის კლიენტთან კონფიდენციალობის პრინციპი, ზოგიერთი ვაი პროკურორის გადაწყვეტილების გამო დადგეს საფრთხის ქვეშ,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, საქმის გარკვეული მასალების გასაჯაროება მოხდა პროკურორ ჯარიჯი წიკლაურის მხრიდან, თუმცა მის მიმართ არანაირი გამოძიება არ დაწყებულა:
„ჯარჯი წიკლაურმა გაასაჯაროვა ყველა მასალა და მის მიმართ არანაირი გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა რაც მთავარია არ დაწყებულა და ჩვენს მიმართ მიდის აპრიორი, მაშინ როდესაც არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






