,,ვარსკვლავი'' სიცოცხლეში უფრო ახარებს ადამიანს, მაგრამ მართლაც ვარსკვლავების ადგილი ყველამ ვიცით სად არის"
სოც.მედია - 13:54, 12 Oct, 2017     50886
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლე ლევან შანიძე მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


"ნუ გამიწყრებით დებო და ძმებო.... ისედაც გულნატკენები ვართ ძალიან ბევრნი დღეს, მხოლოდ ერთ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვავ და ეს დღეები ალბათ არაფერსაც არ დავწერ და არ გამოვაქვეყნებ, უბრალოდ კითხვა დამებადა... და ყველას აზრი მაინტერესებს:


როცა ყველა მისტირის..... როდესაც რამოდენიმე თაობის, თითქმის მთელი ერის საყვარელი, ულამაზესი ადამიანი, თავად სილამაზის და სიყვარულის სიმბოლო, თანაც ყველამ ვიცით რომ ამ ადამიანის სახელი მანდილოსნის სილამაზის ეტალონად იქცა და შეიძლება ითქვას სინონიმადაც, მართლა დამებადა კითხვა ყველა საქართველოს მოქალაქისადმი: სად უნდა იყოს მოსვენებული და უკვდავყოფილი მისი სახელი? ყველას ვთხოვ ნუ გამსჯით, მომიტევეთ, უბრალოდ გაიაზრეთ რაზეც ვსაუბრობ.... როგორც ამბობენ გრიბოედოვის მეუღლეც ნინო ჭავჭავაძე ძალიან მშვენიერი და ლამაზი იყოო... უეჭველად ასე იქნებოდა!, მაგრამ ,,მარიტა'' ანუ ყველასთვის ჩვენი ლიკა მართლაც რომ მთელი საქართველოს სიყვარულს იმსახურებდა და ფლობდა ამ სიყვარულს სად უნდა იყოს მისი ადგილი? აქ ამ მიწაზე? თორემ ჩვენი გულები მას ეკრანზე გამოჩენიდან დაპყრობილი ჰქონდა იმთავითვე! კარგის მთქმელს კარგი გამგონიც ესაჭიროება და ასეთებად მიმაჩნიხართ ჩემო დებო და ძმებო, დაფიქრდით და ეს თხოვნა შემისრულეთ, უბრალოდ გამოთქვით თქვენი მოსაზრება....


ჩემი კი მე უკვე გამოვთქვი! კარგ მთქმელს კარგი გამგონიც სჭირდება....
იქნებ იმათაც გავაგებინოთ ვისაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში! ,,ვარსკვლავი'' კი სიცოცხლეში უფრო ახარებს ადამიანს, მაგრამ მართლაც ვარსკვლავების ადგილი ჩვენ ყველამ ვიცით სად არის!
კიდევ ერთხელ მოვიბოდიშებ და გავიმეორებ კითხვას სად უნდა მოისვენოს რამოდენიმე თაობისთვის სიყვარულის, სინაზის და ერის მხრიდან საყოველთაოდ უდიდესი სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებულმა ,,მარიტამ'' ანუ ყველასთვის ჩენმა საყვარელმა ადამიანმა ლიკა ქავჟარაძემ?


არ გაბედოს აქ ვინმემ რაღაცეების უაზროდ წერა..... (მეც და მასაც ალბათ ცუდად დაუმთავრდება და მოდით თავებს ნუ გავიუბედურებთ, ასე აჯობებს) უბრალოდ თქვით სად მიგაჩნიათ რომ უნდა იყოს სამარადისოდ ამ სიყავარულის (ანუ თითქმის მთელი ერის სიყვარულის ერთი ადამიანის მიმართ) მოსასვენებული ადგილი?!!!
დავიჯერო მარტო მე ვფიქრობ ამაზე??? არა მგონია ასე მარტო ვიყო და ასე ცოტანი ვიყოთ ვისაც ესმის რაზეც ვსაუბრობ, რა კითხვასაც ვაყენებ ჩემი ძმების და დების წინაშე!... თუ ვცდები და მე ამ საქართველოში სადაც სიყვარულს ვერც სიცოცხლეში უპოვიან სათანადო ადგილს და ვერც სიცოცხლის მერე, რა უნდა ვაკეთო? მაშინ ჩვენ რა მომავალი გველის? მე გეტყვით ამის პასუხს, მაგას აღარ დაგეკითხებით! ასეთი საქართველო მე არ მინდა.... ვინაიდან ეს საქართველო არ იქნება, რაც არ უნდა ერქვას მას! ჩემს საქართველოში სსიყვარულს და მგობრობას დიდმა შოთა რუსთაველმა უმღერა, ლიკამ სიყვარულიც მაგარი იცოდა და მეგობრობაშიც ბადალი არ ყავდა! გემშვიდობებით და ველი თქვენს მოსაზრებებს ჩემს კითხვასთან დაკავშირებით, იმ იმედით რომ შესმენილი იქნება ჩემი თხოვნა! გთხოვთ სერიოზულად გაიაზრეთ სანამ დაწრეთ რაიმეს! ნუ დაივიწყებთ რომ პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამდე ვინმე რაიმეს დააბრეხვებს... დაამუხრუჭოს თავი და დაფიქრდეს იქნებ დუმილი ამჯობინოს? თუ მაინც და მაინ ვერ მოითმენს 2 წუთით მაინც დაფიქრდეს და მერე დაწეროს ასეთმა რაიმე, რათა შემდგომში ვეღარ თქვას ასეთმა ,,ადამიანმა'' - დაუფიქრებლად მომივიდაო!
კიდევ ერთხელ მომიტევეთ ასეთი თხოვნის გამო!!!" - წერს ლევან შანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42