"ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ" - თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია
პოლიტიკა - 13:11, 12 Oct, 2017     837
„ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ - ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია. სესიას მოდერატორობა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა გაუწია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, სწორედ ამას ადასტურებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მაღალი დონის ვიზიტიც.

ვარშავის სამიტის შემდეგ ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიკლიმ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიტაუტას უმბრასმა და უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტამას ვარგამ იმსჯელეს.

პანელის ყველა მომხსენებელი შეთანხმდა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ შეკავების პოლიტიკა და მდგრადობის უზრუნველყოფა ნატოს დღის წესრიგში დგას და რომ, ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები უკვე სახეზეა. პანელის უცხოელმა გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და სოლიდარობა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და ნატოს ახლებურ სტრატეგიებსა და მიდგომებთან მის შესაბამისობაზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების წრე, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ უნდა გაფრთოვდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

შეკავების პოლიტიკის კუთხით მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ჯეიმს აპატურაიმ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე სახეზეა პოლონეთსა და ბალტიის ზღვის ქვეყნებში, აქტიურადაა ჩართული რუმინეთიც. „ვფიქრობ, რომ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა ნიშნავს სტაბილურობას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

პანელზე მოხსენებისას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის საფრთხის წინაშე იმყოფება და ამ კუთხით მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. მან საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პოლიტიკა არის სწორი გზა და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ნურეთინ ჯანიკლიმ ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს, ასევე ყველა წევრ და პარნტიორ ქვეყანას ავღანეთში მისიაში მონაწილეობისთვის. „ავღანეთში ჩვენს პარნტიორებთან ერთად ვქმნით სტაბილურობის პირობას. ნატოს სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტი პარტნიორ ქვეყნებთან მისი ურთიერთობაა, რადგან თითოეულ ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კიბერუსაფრთხეობასა და დეზინფორმაციის შესახებ გადადგმულ აქტიურ კამპანიებზე გაამახვილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42