"კიბერუსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს"- ჯეიმს აპატურაი
პოლიტიკა - 12:04, 12 Oct, 2017     935
ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც ესწრება. სიტყვით გამოსვლის დროს აპატურაიმ ყურადღება გაამახვილა ალიანსის მეზობლების და პარტნიორი ქვეყნების სტაბილურობაზე. აპატურაის თქმით მნშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს კიბერუსაფრთხოებას. ჯეიმს აპატურაიმ ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომელსაც ატარებს საქართველო როგორც თავდაცვის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. აპატურაის თქმით ძალიან მნიშვნელოოვანია რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და გაგრძელდეს თავდაცვაში რეფორმები, იმისთვის რომ ამის შეფასება ბრიუსელის მიერ მოხდეს და ქვეყანა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი:

„შეკავების პოლიტიკა სამი ელემენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანია ის რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და ამისთვის საჭიროა რომ გავაძლიეროთ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკა. ბოლო მონაცემებით ჩვენი ტექნიკაც და კონტიგენტიც აღმოსავლეთ ევროპაში გასამმაგდა და ეს ჩვენი პარტნიორების მიერ შეტანილი წვლილი და დამსახურებაა. ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით თუ ჩვენი მეზობლები უსაფრთხოდ და სტაბილურად იგრძნობენ თავს. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ ჩვენს უკან ბევრი გაკეთებული საქმეა, მთავარი კონტრიბუცია რა თქმა უნდა მოდის ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ. გაცილებით უსაფრთხოდ ვიქნებით თუკი ჩვენი მეზობლები თავს სტაბილურად იგრძნობენ . რაც შეეხება საქართველოს ის ასპირანტი ქვეყანაა და ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაწესებთ სტანდარტებს არა მხოლოდ თქვენი შეიარაღებული ძალებითვის, არამედ ყველა ინსტიტუციური პროგრამისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტისთვის. ახლა კი მთავარი კომპონენტი კიბერუსაფრთხოებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს “- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42