„უნდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია, რომელიც პასუხს გასცემდა რუსეთის პოლიტიკას მეზობლების მიმართ“- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:38, 12 Oct, 2017     1220
ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, რომლის მთავარი საკითხები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმაა. ღონისძიებას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები ესწრებიან. კონფერენციაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მონაწილეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება ოკუპციაზე და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილის თქმით კეთილი ნების ქვეყნებმა უნდა მოახერხონ ერთიანი სტრატეგიის შექმნა, რათა რუსეთის პოლიტიკას მეზობლების მიმართ ნათელი პასუხი გაეცეს:

"შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ. პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერტილამდე, როდესაც ყველას ერთად გვექნება ძალიან მტკიცე და ნათელი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით; როდესაც ჩვენი ხმა იქნება უაღრესად კონსოლიდირებული და მტკიცე;

როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას რეგიონის დესტაბილიზაციას დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი აირჩიეს, იმის რეალურ და მტკიცე გარანტიებს, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა რამენაირად შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა.

ერთიანი ხედვების, ერთიანი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც 25 წლის განმავლობაში, ანუ ფაქტიურად თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, ეს გამოწვევები თავიდანვე მომდინარეობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არა 2008 წელს, არამედ, სულ დასაწყისიდანვე, 90 წლებიდანვე რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სჯიდა იმ კონფლიქტებით და იმ დაპირისპირებებით, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 25 წლის განმავლობაში დააზიანა და მას მთლიანობა დაუკარგა.

"ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ჰუმანურ შესაძლებლობებს. ამას ახორციელებს ფაქტობრივად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომლებიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ამას ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და რომელსაც უნდა ჰქონდეს ამაღლებული პასუხისმგებლობა და იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს რუსეთის მიმართ მტკიცედ აქვს არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მთავარ მომენტს გულისხმობს: არაფრით არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ გამოჩნდა, რუსეთის პოლიტიკის ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს, რათა დაძაბოს ვითარება რეგიონში. პარალელურად, ვაღრმავებთ დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში, არ ვაჩერებთ ქვეყნის ინტეგრაციულ პროცესებს ევროპასა და ნატოში და ვავითარებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ამასთან, საქართველომ პარალელურად უნდა გააძლიეროს შეიარაღებულ ძალები. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატოსთან თავსებადობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა, საქართველო რჩება პასუხისმგებლიანი, საერთაშორისო მოთამაშე, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აღრმავებს საკუთარ როლს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის საკითხებში. ის მასშტაბური რეგიონული პროექტები, რომლებშიც ჩართულია საქართველო, გახსნილ და ფართო შესაძლებლობებს ქმნის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42