ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 09:56, 12 Oct, 2017     1079
საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულთა ადგილსამყოფელს მოთხოვნის მიუხედავად, უწყება 3 საათის განმლობაში არ აწვდიდა.

"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს არ შეაფერხონ მისი წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში.

2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც დაკავებულების მონახულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწრაფად და ოპერატიულად არ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან და გონივრული, ლეგიტიმური მიზეზების გარეშე აფერხებენ დაკავებულ პირებთან მათი დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვონ ნებისმიერი ინფორმაციისა და ახსნა-განმარტების მიწოდება დაუყოვნებლივ, რაც ამ შემთხვევაში არ შესრულებულა"- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42