როგორც ცნობბილია, მმართველი გუნდი არ იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. უმრავლესობა ახალი კანონპროექტის ინიციებისთვის ემზადება.
გიორგი კახიანის განცხადებით, კომიტეტის შესაბამისი დასკვნის შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოს მმართველი გუნდი 13 რიცხვში პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მისივე განმარტებით, უმრავესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს.
,,პრეზიდენტმა იცოდა, რომ ასეთი სახით წარმოდგენილ კონსტიტუციურ კანონპროექტს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.
ენმ-ს წევრი დეპუტატი რომლან გოცირიძე აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი შენიშვნები ტოვებს იმედს, რომ მმართველი გუნდი არ მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებას შეაფერხებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მხარს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაუჭერენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი ხვალ გადის.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 13 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით უკვე მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო პარასკევის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვეებზე იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები






