,,ლიკა არ იყო სათანადოდ ნამკურნალები... არ გამოდგება ხელისუფლების მხრიდან თავის სამართლებლად, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა“
პოლიტიკა - 00:42, 12 Oct, 2017     52190
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. დეპუტატი წერს, რომ ლიკა ქავჟარაძე, რომელსაც ყველასათვის ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, არ იყო სათანადოდ ნამკურნალები. გოცირიძე ფსიქიატრიული ავადმყოფების პრობლემების მიმართ ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებაზე საუბრობს.

რომან გოცირიძე: ლიკა ქავჟარაძე მრავალი წელია ავად იყო. ის ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა. ეს ბევრმა იცოდა, მაგრამ სტიგმის გამო ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს. ხშირად, მდგომარეობის გამწვავების გამო, იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, ამიტომ ამით სარგებლობდნენ ან გაუთვითცნობიერებელი ან თაღლითი ადამიანები და იღებდნენ ისეთ ფილმებში თუ სიუჟეტებში, რომელზეც რემისიის დროს შეიძლება არ დათანხმებულიყო.

დიახ, ვეთანხმები, რომ იგი, ისევე როგორც უამრავი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, რომელმაც მიაყენა ზიანი საკუთარ თავს და სხვას, არის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. ლიკას შემთხვევაში არ გამოდგება ხელისუფლების მხრიდან თავის სამართლებლად ის ფაქტი, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა და არა თვითაზიანებით. ფაქტია, ლიკა არ იყო სათანადოდ ნამკურნალები.

საქართველოში არის ათეულ ათასობით მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტი. ფსიქიატრიის ბიუჯეტი ორი წელიწადია არ გაზრდილა არცერთი თეთრით. იგი მხოლოდ 16 მილიონი ლარია, იმაზე ნაკლები, რაც დასავლეთის ქვეყნებში ერთი საშუალო ზომის ფსიქიატრიული კლინიკა ხარჯავს. იმაზე ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ყველაზე ღატაკ ქვეყანაში. საზოგადოების( მათ შორის პარლამენტში) პროტესტის შედეგად მომავალ წელს ფსიქიატრიის ბიუჯეტი იზრდება. ეს წვეთია ზღვაში. ასეულ მილიონობით ლარით გაიზარდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით სხვა სფეროების დაფინანსება. მხოლოდ ფსიქიატრია იყო და დარჩა ყველაზე მიგდებულ დარგად, რადგან ამ ადამიანებს არ შესწევთ საკუთარი უფლებების დაცვის უნარი.

ლიკას სიკვდილმა მთელ ქვეყანას დასწყვიტა გული. იქნებ ახლა მაინც დაინახოს მთავრობამ და არა მარტო მთავრობამ, რომ საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.

საზოგადოების ცივილიზებულობის დონე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ფსიქკური პრობლემების მქონე ადამიანეს.

ამას კარლ იასპერსი ამბობდა.

ლიკა კი მარად იქნება ჩვენს გულებში-ქართული სილამაზისა და სათნოების სიმბოლო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42