საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის საიდან მოდის მამა გიორგი, ვისი რეკომენდაციით მოხვდა საპატრიარქოში, რა რეპუტაციის სარგებლობდა უკრაინაში, სადაც საქმიანობდა, ვისთან იყო ის კავშირში და როგორ მოხდა მისი უმოკლეს ვადებში დაწინაურება საპატრიარქოში“ - ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ ,,იბერიას“ ეთერში განაცხადა.
კაკაბაძე ამტკიცებს, რომ დეკანოზი უკრაინაში ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, რის გამოც ის უკრაინიდან გამოუშვეს და წერილიც გამოატანეს, რომელიც პატრიარქამდე არ მისულა.
კაკაბაძის ამ განცხადების პასუხად ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ მიმართა, თუ რატომ არის დაინტერესებული კაკაბაძე მუდმივად დეკანოზით რეპუტაციული შეურაცხყოფით? და იცოდა თუ არა მისი საქმიანობის შესახებ პატრიარქმა, რომლემაც საკუთარი ინიციატივით დეკანოზი საპატრიარქოში გადმოიყვანა და მეუფე იაკობის ადგილი დაიკავა.
ამ კითხვას ნანა კაკაბაძემ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს კომისია შეისწავლის ვისთან ერთად მოქმედება დეკანოზი ეკლესიის წინააღმდეგ.
,,ყველა დეტალი რომც ამ პიროვნებას უკავშირდება მე მგონი რომ საპატრიარქო ამას საჯაროს გახდის. ამ ადამინმა და თავის ჯგუფმა პრობლემა შეუქმნა საქართველოს ეკლესიას. ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინ მამა გიორგისთან მსგავსი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, ის ცუდი რეპუტაციით არის უკრაინიდან გამოშვებული და წერილიც გამოაყოლეს თუ რა სამიქნობას ეწეოდა, რომელიც წერილი პატრიარქამდე ვერ მივიდა...“ - განაცხადა კაკაბაძემ.
,,იქნებ იმიტომ არის შექმნილი რომ სასამართლო საქმეში და ჩვენებებში კარგად გაერკვეს.
თქვენ რა იცით ნანა? ჯერ არ ყოფილა ოფიციალური განცხადება...“ - მიმართა ელისო კილაძემ ნანა კაკაბაძეს და იქვე დასძინა, ,,რატომ არის ნანა კაკაბაძე ასე დაინტერესებული მამა გიორგის რეპუტაციული შეურაცხყოით?“
მასალის გამოყენების პირობები






