"აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება და მასში მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს" - გიორგი ხანიშვილი
პოლიტიკა - 18:01, 11 Oct, 2017     2070
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძირითადი თანხების მოზიდვას დონორი ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, ამ მავნებელს ებრძვიან ავსტრიაში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში. მისივე თქმით, აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ს 34 შტატში და 21 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში.

„აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს, ბიუჯეტი ითვლება და ის იქნება საკმაოდ სოლიდური. თუმცა კონკრეტულ თანხაზე საუბარი მხოლოდ დონორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ რისკები სწორად გათვალა და მიმდინარე წელს ყველა ღონისძიება მსოფლიოში ნომერ პირველი სპეციალისტების რეკომენდაციით განახორციელა, შეწამვლისას კი ნომერი პირველი წამალი გამოიყენა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება და მასში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც მავნებლის გასანადგურებლად უკვე გატარდა. ხაზი გაუსვა, რომ წამლობის პროცესი ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ეს ყველაზე ეფექტური იყო. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.

აზიური ფაროსანას თემა დღეს საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42