შსს-ს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვია
პოლიტიკა - 16:55, 11 Oct, 2017     503

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანნა ვრონეცკა დელეგაციასთან ერთად ეწვია. პოლონელ სტუმრებს შს მინისტრის მოადგილეები - შალვა ხუციშვილი და მერაბ მალანია შეხვდნენ.

საქართველოს შს მინისტრის მოადგილეებმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს.

იოანნა ვრონეცკამ საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მიმდინარე წლის სექტემბერში მწვერვალ თეთნულდზე პოლონელი ტურისტების დასახმარებლად განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის გამო.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ქალაქ ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა. პოლონეთის მხარემ სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და პოლონეთის საელჩოს თანამშრომლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42