თითქოს განახლდა 24 წლის წინანდელი უბედურება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მამის საფლავზე მისვლას შევძლებ - გურამ გაბესკირიას შვილი
პოლიტიკა - 15:44, 11 Oct, 2017     2815
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა და ნეშტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოასვენეს.

„პირველი არხი“ დაღუპულთა ოჯახის წევრებს ესაუბრა.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ გეგელაშვილის შვილი, ეკატერინე ივეჩიანი ამბობს, რომ მამის შესახებ სოხუმის დაცემის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა ცნობებს, რომ ის ცოცხალი იყო და წლების განმავლობაში იმედს არ კარგავდა. ორი წლის წინ კი, წითელი ჯვარი ნეშტის გადმოსვენებას დაჰპირდა.

ვახტანგ გეგელაშვილის სიძის, იგორ ივეჩიანის თქმით, მისი სიმამრი კარგად ჩანს აფხაზეთის ომის კადრებში, როდესაც თეთრ პერანგს იხდის და ამ ჟესტით ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, თუმცა პასუხად აგრესიას იღებს.

„ის პირველი ჩამოვიდა თეთრი პერანგით ხელში, რომ სროლა შეწყვეტილიყო, მერე დანარჩენებიც გამოიყვანეს, როდესაც უკვე ცეცხლი ეკიდა შენობას. როგორ აწამებენ ბიჭებს, კადრები არსებობს, თუმცა დანარჩენი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნდა”, -აცხადებს იგორ ივეჩიანი.

სოხუმის მაშინდელი მერის, გურამ გაბესკირიას შვილი, ვლადიმერ გაბესკირია აცხადებს, რომ ნეშტების გადმოსვენების შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო და მისთვის ეს ინფორმაცია სასიხარულო იყო.

„თითქოს განახლდა 24 წლის წინანდელი უბედურება, დიდი ტკივილი ჩემს ოჯახში, მაგრამ შეიძლება ასეც ითქვას, რომ ეს ტკივილი დღეს სიხარულად იქცა. ბედნიერი ვარ, რომ შემეძლება მამის საფლავზე მისვლა და სანთლის დანთება. ელემენტარულად, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე მისვლა”, - აღნიშნა ვლადიმერ გაბესკირიამ.

მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მამია ალასანიას ნათესავები. თავად ირაკლი ალასანია საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ღამით ბრუნდება.

ნათესავების ინფორმაციით, ჯერ არ აქვთ ინფორმაცია საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როდის გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. მათივე თქმით, ელოდებიან ირაკლი ალასანიას საქართველოში დაბრუნებას.

აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25 პირის ცხედარი ამოცნობლი და გადმოსვენებულია. სრული სია დღეს გამოქვეყნდა.


წყარო 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42