„საპატრიარქოში მოვედი ჩვეულებრივ რეჟიმში, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულო, რა საკითხებთან იქნება საუბარი სინოდზე, ამასთან დაკავშირებით კომენტარს სხდომის მდივანი გააკეთებს. მე ვერ ვიტყოდი რომ ეს საგანგებო სხდომაა, ჩვეულებრივი სხდომაა, რომლის დანიშვნის პრეროგატივაც უშუალოდ კათოლიკო-პატრიარქს ეკუთვნის.“- განაცხადა ქარჩავამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ქონდათ სინოდის წევრებს ინფორმაცია სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, ქარჩავამ განაცხადა, რომ სხდომის მოწვევა პატრიარქის პრეროგატივაა და საკითხებზეც ინფორმაცია მას აქვს:
„ამის შესახებ კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით არავინ იყო საქმის კურსში. მე არ ვიცი რა საკითხები იქნება. ეს ინფორმაცია იცის მის უწმინდესობამ. პატრიარქის პრეროგატივაა როდის მოიწვევს და როდის დანიშნავს სხდომას“- აღნიშნა ქარჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






