ჰუალინგ თბილისში (GFW) საქართველოს პროექტის შუალედური პროგრესის პლენარული სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 13:20, 11 Oct, 2017     619

სასტუმრო ჰუალინგ თბილისში “Global Forest watch” (GFW) საქართველოს პროექტის შუალედური პროგრესის პლენარული სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ზავრაშვილმა მიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთობლივად ახორციელებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს - “Global Forest Watch (GFW) Georgia”. ბიუჯეტი წარმოადგენს 1,500,000 აშშ დოლარს და სამინისტროს მხრიდან არაფულად 2,000,000 აშშ დოლარით კონტრიბუციას. პროექტი დამტკიცდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ.

პლენარულ სხდომაზე პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით არსებული პროგრესი და მიღწევები შეაჯამეს საპილოტე ქვეყნებში - საქართველოსა და მადაგასკარში. სხდომის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ GFW საქართველოს პროექტის ფარგლებში ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული „ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციისა და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის (FLUIDS) სისტემის პროგრესს და მისი მუშაობის სფეციფიკას.

პროექტის მიზანი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ტექნოლოგიითა და ინფორმაციით წახალისება და ხელშეწყობაა, უმეტესწილად კი ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალში. პროექტის წარმატებით განხორციელება და მისი შედეგები გააუმჯობესებს მიწათსარგებლობასა და ტყეებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას და სიზუსტეს, ასევე, უზრუნველყოფს ინფორმაციის აქტიურ გამოყენებას და სატყეო სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების როგორც დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე მონიტორინგს.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებისა და სამოქმედო გეგმის, ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის ( საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ), ასევე, ახალი ტყის კოდექსის აღსრულებას ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვით. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება ასევე დაეხმარება სამინისტროს სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების, მაგ. “Forest Europe”, “UNFF”, “SDGs”, “FAO”, “UNECE”-ის ფარგლებში არსებული ეროვნული ანგარიშგების (რეპორტების) ხარისხის უზრუნველყოფაში. შესაძლებელი გახდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მიხედვით მონაცემთა სისტემური შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გამარტივებული ვიზუალიზაცია, რომელიც ასევე დაეხმარება სამინისტროს ტყისა და მიწათსარგებლობის კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე ტყით სარგებლობისა და ტყის ტენდენციების მონიტორინგსა და ანალიზში.

შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების (UNEP - ჟენევისა და WRI - ვაშინგტონის ოფისები),მადაგასკარის გარემოს დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (UNDP, WWF, GIZ, CENN, GreenAlternative, NACRES, GIS-LAB) ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42