1992-93 წწ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
პოლიტიკა - 13:13, 11 Oct, 2017     1451
1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ძალისხმევის შედეგი, რომლის ამოცანაა 1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და მათი ხვედრის დადგენა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამედიცინო-ანთროპოლოგიურ ექსპერტიზაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, 25 ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი. ამჟამად მიმდინარეობს ოჯახების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მათთვის ნეშტების გადაცემისა და ოფიციალური ცერემონიის შესახებ.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 126 (მათ შორის ეს 25 ნეშტი) ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

“ჩვენი მუშაობის ეს კონკრეტული შედეგები გაურკვევლობის ათწლეულების დასრულებას ნიშნავს ასობით ოჯახისთვის საქართველოში, რადგან ისინი საბოლოოდ პასუხს იღებენ საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ,“ - აღნიშნა ბილიანა მილოშევიჩმა,

საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოჯახებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თავისი ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მანდატიდან გამომდინარე, მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რათა ოჯახებმა პასუხი მიიღონ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოუწოდებს ყველა იმ პიროვნებას, ვინც ფლობს რაიმე ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი, აფხაზი ან ოსი ადამიანების და სავარაუდო სამარხების შესახებ, დაუკავშირდეს მას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მისთვის მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას გამოიყენებს კონფიდენციალობის სრული დაცვით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჰუმანიტარული პროგრამის მიზნებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42