სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და ინვესტიციების განხორციელებაზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 12:44, 11 Oct, 2017     932

საქართველოსა და ირანის რესპუბლიკას შორის სასოფლო-სამეურნეო კუთხით თანამშრომლობა და ინვესტიციების განხორციელება განიხილეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიეიმ. ირანის დელეგაციასთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა.

საუბარი ასევე შეეხო, სამეცნიერო, ფიტოსანიტარიის, მექანიზაციის და მეაბრეშუმეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მრავალი მიმართულების განვითარება შეიძლება და კოოპერაციული მეურნეობების და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ალი რაბიეიმ განაცხადა, საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად ქვეყანასთან თანამშრომლობა ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42