რატომ დაემსგავსა ჩვენი დედაქალაქი ურბანულ „ურჩხულს“
პოლიტიკა - 11:06, 11 Oct, 2017     1522

სწორედ ამ სამსახურმა უნდა აგოს პასუხი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიისა და ყიფშიძის ქუჩის“ ქვის ჯუნგლებად“ გადაქცევის გამო

წესით და რიგით, ქ. თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი უნდა იყოს ქალაქის დროში განვითარების დოკუმენტის შექმნის შეთავაზება ამომრჩევლებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ , ამ თემაზე ჯერ არანაირი მოსაზრება არ გაჟღერებულა.

ყველა კანდიდატს აქვს თავისი „სტარტეგიული“, ფრაგმენტული და ქაოტური ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი. ასეთი მიდგომა ძირშივე მცდარია, ეს იგივეა , რაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მთავარი მესიჯი იყოს ის, თუ როგორ მიიღებს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას.

ქვეყანას უნდა გააჩნდეს დროში გაწერილი სტრატეგიული დოკუმენტი (კონსტიტუცია) და სწორედ ამ დოკუმენტის მიხედევით ვითარებოდეს დედაქალაქი, მიუხედავად მერის პარტიული კუთვნილებისა და მისი ურბანული გემოვნებისა.

მერობის კანდიდატების დაპირებები მიმართული უნდა იყოს ამ დოკუმენტის უკეთესად შესრულებასა და მიმდინარე საკითხების უკეთესად გადაწყვეტისაკენ .

ერთადერთი ქართული ოცნების კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში გაიჟღერა თბილისის განვითარების გენგეგმის მიღების შესახებ დაპირებამ და ისიც ჯერ კიდევ მოქმედი მერის დაკვეთით შექმნილ, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულ, სრულიად გაუგებარ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ დოკუმენტს ეყრდნობა და, ალბათ, მის მოდერნიზებას გულისხმობს.

ამ დოკუმენტზე ცოტა ქვევით მოგახსენებთ, ჯერ ვნახოთ რა იურიდიულმა ნორმატივმა უნდა განსაზღვროს დედაქალაქის განვითარება და რა რეალობა გვაქვს დღეს.

აღმოჩნდა, რომ ასეთ დოკუმენტს არ იცნობს ჩვენი კანონმდებლობა და ტერმინი -თბილისის განვითარების გენგეგმა, მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი, იმპერიის საგეგმო კომიტეტისთვის მისაღები ანაქრონიზმია და რეალურად არანაირი სახელმძღვანელო დოკუმენტი ქალაქის თანამედროვე განვითარებისთვის არ გაგვაჩნია.

ერთადერთი კანონი, რომელის მოთხოვნებითაც შეიძლება ვიხელმძღვანელოთ აღნიშნული დოკუმენტის შექმნისთვის ეს არის - კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ. კანონიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ჰქონდეს თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმა“, რომელიც შედგება „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა“ და „განაშენიანების რეგულირების გეგმისგან.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მხოლოდ ეს მოთხოვნა არ არის საკმარისი და ზემოთ ხსენებული დოკუმენტების გარდა უნდა არსებობდეს ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა – ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა და თბილისისგანვითარების სტრატეგია.

მხოლოდ ამ დოკუმენტების ერთობლიობის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ჩვენი დედაქალაქის გეგმაზომიერი და სისტემური განვითარება, ნაცვლად დღეს არსებული ანარქიისა და ქაოტური ურბანული დანაშაულებისა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია შემუშავდეს ნორმატიული აქტი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი , თუ რა ტიპის დოკუმენტების ერთობლიობა უნდა განსაზღვრავდეს ზოგადად თვითმმართველი ერთეულებისა და კონკრეტულად , დედაქალქის განვითარებას, რომელითაც ხელმძღვანელობა, რაღაცა პერიოდის განმავლობაში (12 წელი), სავალდებულო იქნება როგორც მმართველობის, ისე თვითმმართველობის ორგანოებისთვის.

ამ დოკუმენტების პაკეტში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა თანამედროვე ურბანული მიდგომა, რომლითაც სარგებლობს დღეს ცივილიზებული მსოფლიო. გათვალისწინებულ უნდა იქნას ქალაქის კავშირი ქვეყნის სხვა ნაწილებთან, უნდა იყოს მოთხოვნა მონაცემთა ბაზების შექმნის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულ იქნება პრინციპული გადაწყვეტილებები და ა.შ. ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება უნდა იყოს არქიტექტურის სამსახურის ასეთი ფორმით არსებობის მიზანშეუწონლობა, რაც ისედაც ეწინააღმდეგება თვითმმართველობის კოდექსს. სწორედ ამ სამსახურმა უნდა აგოს პასუხი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიისა და ყიფშიძის ქუჩის“ ქვის ჯუნგლებად“ გადაქცევის, ქალაქის უსისტემო პროექტირებისა და მშენებლობის გამო, ამ სამსახურის უპასუხისმგებლო მიდგომამ ჩვენი დედაქალაქი ურბანულ „ურჩხულს“ დაამსგავსა.

აუცილებელია დედაქალაქში სტრუქტურული ცვლილებები და მმართველობისა და გადაწყვეტილების ჩამოყალიბება ისეთი სისტემისა, რომელიც ძირშივე გამორიცხავს ჩვენი ქალაქის დამახინჯების გაგრძელებას.

შევხედოთ დღევანდელ რეალობას და ვნახოთ რა დოკუმენტი გვაქვს ამ მომენტისთვის ხელთ.

ეს არის 4 მილიონ ლარად ღირებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ დოკუმენტი, რომელიც ავტორებისა და დამკვეთის განმარტებით, წარმოადგენს 2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ ერთგვარ რევიზიას.

რეალურად კი ეს არის მხოლოდ გარემოს რეგულირების გეგმა თავისი საყრდენი რუკით, რომელიც ცვლის ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს და მისი ასეთი ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, თბილისს სულ სხვა რეალობაში მოუწევს არსებობა.

ამ დოკუმენტის შესაქმნელად საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს ავტორებმა, შეაგროვეს უამრავი სტატისტიკური მონაცემი და საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ეს დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციისა და კარგი ანალიტიკური მასალის ნაზავს წარმოადგენს, მაგრამ კონკურსის პირობებით სხვა რამ არც იყო მოთხოვნილი დამკვეთისაგან.

თუ ამ დოკუმენტის მიღების პროცესს და მის შინაარს გავაანალიზებთ, აშკარად დავინახავთ კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და კარგად შენიღბულ კორუფციულ მომენტებსაც. (იხ. პუბლიკაციები - http://www.newposts.ge/?l=G&id=152129 / http://www.newposts.ge/?l=G&id=152615 )

დღეს კი ჩვენი სურვილი და ერთგავარი მოთხოვნა იქნება ქალაქის მომავალი მმართველობისადმი, რომ ზედმიწევნით კარგად იქნეს ეს დოკუმენტი შესწავლილი, გათვალისწინებულ იქნეს უამრავი შენიშვნა და წინადადება, რომლებიც გააჩნიათ მთელ რიგ სამინისტროებს, პარლამენტის კომიტეტებს, მეცნიერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო მესაკუთრეებს და მხოლოდ ამის მერე განახლებული დოკუმენტი გამოტანილ იქნას რეალურ საჯარო განხილვაზე და გახდეს მართლაც საერთო თანხმობის დოკუმენტი. პარალელურად კი საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ინიცირება იმ ნორმატიული აქტის შექმნისა, რომელიც უზრუნველყოფს დედაქალაქის შემდგომი განვითარების ზუსტ იურიდიულ საფუძვლებს.

გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძე - სახალხო თვითმმართველობის თავჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42