აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის იმ ინსტიტუტებთან დაახლოება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება უსაფრთხოების თემებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა; ჰიბრიდული საფრთხეები; კიბერ-უსაფრთხოება; კრიზისული სიტუაციების მართვა; სტრატეგიულ კომუნიკაცია; გამოცდილების გაზიარება ისეთ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიცაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, და ა.შ.
მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში
მასალის გამოყენების პირობები






