ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტისა და წესების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ, რის გამოც სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.
„საჩივარი შევიტანოთ საქალაქო სასამართლოში და გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება. ისევე ერთად დავდგეთ, როგორც ვიდექით ნაზღაიძის საქმეზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ფარცხალაძის საკითხზე. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც და აუცილებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ ოპოზიციურმა ძალებმა,“-ამბობს ფრაქცია „თავისუფლებისთვის - თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი გზით გაპროტესტებას შეუერთდება.
"ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ დაეტოვებინათ საკრებულო და დღეს უკვე სხვა სურათი გვექნებოდა. დღეს გვექნებოდა მხოლოდ „ქართული ოცნება“ ნოტარიულ ბიუროდ, რომელიც გააპრავებდა და ხელს მოაწერდა ივანიშვილის ახირებულ გადაწყვეტილებას,“-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი შაბათს უკანონო გადაწყვეტილების გაპროტესტებას მაშტაბურ აქციაზე გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






