ევროსასამართლოს მოსამართლედ სტრასბურგში ლადო ჭანტურია აირჩიეს. დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლემა საქართველოდან წარდგენილ სამ კანდიდატს კენჭი უყარა. კენჭისყრის შედეგად ყველაზე მაღალი შეფასება მოსამართლე ლადო ჭანტურიამ მიიღო.
არნიშნულს განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:
„ვულოცავ ბატონ ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას. მან თავისი ცოდნით, გამოცდილებით და რეპუტაციით დამსახურებულად მოიპოვა ეს მაღალი სტატუსი.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კანდიდატს, ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
სასიხარულოა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.
მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას საქმიანობა კიდევ უფრო ცხადყოფს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას.
ვუსურვებ ბატონ ლადოს წარმატებებს ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






