,,პოლიციას უსირცხვილოდ არღვევინებენ კანონს და ეს ქვეყანას ძვირი დაუჯდება" - შაშკინი საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე
პოლიტიკა - 20:18, 10 Oct, 2017     1244
თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმაურება.

როგორც შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, დღეს სამართალდამცავებს კანონი დაარღვევინეს, ეს კი ქვეყანას მძიმედ დაუჯდება:

„დღეს ყველამ ვნახეთ ძალიან მძიმე სურათი იმისა, თუ რა დღეში იმყოფება საქართველოს სახელმწიფო და ქართული დემოკრატია, აბსოლუტურად უსირცხვილოდ, პოლიციელებს, იმ ხალხს, რომლებითაც ამაყობს ჩვენი სახელმწიფო, არღვევინებენ კანონს, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შენობაში შევიდეს. ამ პოლიციელებს, რომლებშიც ამდენი ენერგია, ამდენი ფული, ამდენი შრომა არის ჩადებული, ასე უსირცხვილოდ არღვევინებენ კანონს. რაც ყველაზე ცუდია, როდესაც ერთხელ პოლიციელი ასე კანონს დაარღვევს, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ შემდეგ საკუთარი ინიციატივითაც არ მოიქცევა ასე. ძალიან მძიმეა საუბარი იმაზე, რომ ის საამაყო ინსტიტუტი, რომელიც ყველა ქართველის დამსახურებაა, ასე უსირცვილოდ ინგრევა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციელების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ვერ შეეგუება, ასეთ კანონდარღვევასთან შეგუება არის ძალიან მძიმე. ამ ხალხს კანონს არღვევინებენ უფროსები და ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც არ დაუშვეს ოპოზიციის წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები და მათი მხარდამჭერები. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შენობას ასეულობით სამართალდამცავი იცავდა და მათ შესასვლელები ბლოკირებული ჰქონდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42