
საკრებულოში დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სწორად მოქცა, როცა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეეშვა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები:
"პარლამენტის ზოგიერთი ოპოზიციონერი წევრისა და მათი მხრდამჭერების მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შეინიშნება აგრესია და ძალის გადამეტება, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული წარმოებისთვის სხდომების ჩატარების ხელის შეშლაში გამოიხატება. სწორედ ამიტომაც არის ასეთი გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში მიღებული, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, როდესაც თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ვფიქრობ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეც სწორად და მართებულად მოიქცა, როცა არ შეუშვა საკრებულოს დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა აანონსებდნენ იმას, რომ ისინი აუცილებლად ხელს შეუშლიდნენ საკრებულოს საქმიანობას. კანონი პირველ როგში მათ არ აძლევს ამის უფლებას და საშუალებას, რომ რაც უნდათ ის ილაპარაკონ. სიტყვას და გამოხატვას აქვს თვისი საზღვრები, როცა გაქვს პრეტენზია, რომ ხარ დეპუტატი და ხალხის რჩეული და შედიხარ ადმინისტრაციული დაწესებულების შენობაში, ესწრები სხდომას, უნდა მოიქცე ღირსეულად. იქ შეგიძლია კამათი, მაგრამ ყვეელაფერს აქვს საზღვარი. ისინი საზღვარს უკვე დიდი ხანია გასცდნენ", - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს შენობასთან სიტუაცია მთელი დღის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული იყო. დღევანდელი სხდომა აქციის ფარგლებში მიმდინარეობდა, საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპაბიას მიწის ორი ფართობი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები






