“ზოგიერთ სკოლაში რატომ არ ისწავლება რუსული ენა? ნუ ამოვიჩემებთ ახლა, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც“ - პაპუაშვილი მურღულიას
პოლიტიკა - 19:20, 10 Oct, 2017     5702
პარლმანეტი მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართა - რატომ არ ისწავლება ზოგიერთ სკოლაში რუსული ენა?

“ზოგიერთ სკოლაში რატომ არ ისწავლება რუსული ენა? ნუ ამოვიჩემებთ ახლა, რომ ოკუპანტის ენაა თუ რაღაც. თქვენი აზრი როგორია?“ - მიმართა დეპუტატმა განათლების მინისტრის მოადგილეს, რაზეც მურღულიამ უპასუხა, რომ საქართველოს სკოლების სავალდებულო და პრინციპულად მნიშვნელოვანი ენა არის ინგლისური, ხოლო მეორე ენას თავად სკოლა ირჩევს.

,,ინგლისური არის ის ძირითადი ენა, რომელზეც დღეს მოიპოვება ყველაზე მეტი მასალა მეცნიერებაში, ყველაზე მეტი საგანმანათლებლო რესურსი. ამასთან, მეორე ენის არჩევანის პრობლემა არც ერთ სკოლას არ აქვს. ეს ენა არჩევითია. თუ სკოლა აირჩევს რუსულ ენას, შეუძლია, რუსული ენა ასწავლოს“, - განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

პარლმანეტი მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დღეს 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42