"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ამდენ წარმატებულ ქალბატონს ვხედავ ამ შემხვედრაზე" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 18:55, 10 Oct, 2017     1236

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქალებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.

„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მართლაც განსაკუთრებულად ვემზადებოდი თქვენთან შეხვედრისთვის და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ამდენ წარმატებულ ქალბატონს ვხედავ ამ შემხვედრაზე. ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონების ჩართულობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში. ყოველდღე მაქვს 6-7 შეხვედრა მოსახლეობასთან და ყოველთვის, ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტიურები სწორედ ქალბატონები არიან, რაც ნამდვილად მისასალმებელია. გარწმუნებთ, რომ მომავალში იქნება სრული მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან ქალების, მათი ჩართულობისა და მათი პროექტების მიმართ. თქვენს გვერდით გვიგულეთ“, - განუცხადა კახა კალაძემ შეხვედრის მონაწილეებს.

თბილისის მერობის კანდიდატმა ქალბატონებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

კახა კალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს და განაცხადა, რომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები განახლდება და განვითარდება.

კახა კალაძის თქმით, ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება ინკლუზიური ქალაქის იდეის განხორციელება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფალი გადაადგილებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და კულტურის საკითხებიც მიმოიხილა. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას ინფრასტრუქტურული პროექტების ვიდეორგოლები წარუდგინა.

შეხვედრაზე კახა კალაძემ მიწისქვეშა პარკირების პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აქციებს აწყობენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართუ ჯგუფი“ იქ ახორციელებს მიწისქვეშა პარკინგის სამუშაოებს. მინდა განვმარტო, რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები ამ ყველაფერს: „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს დაახლოებით 680-მილიონიან ინვესტიციას. იმ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება ამ ინვესტიციის ფარგლებში - ეს არის პანორამა, გალერეა, თაბორის მთის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში, დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული. პროექტების დასრულების შემდეგ კი 1800 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სწორედ ამას ებრძვიან ეს ადამიანები. იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის და ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ პროცესს - ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრები - თეა წულუკიანი და ქეთევან ციხელაშვილი, ასევე, პარლამენტის წევრი ქალბატონები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42