ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველო-ირანის ბიზნესფორუმს დაესწრო
პოლიტიკა - 18:56, 10 Oct, 2017     929
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სეიდე ფატმე მოგიმი დაესწრნენ. მათ ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

ფორუმში ქართველ ბიზნესმენებთან ერთად 30-მდე ირანული კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ირანულ კომპანიებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ, მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია - ფორუმის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

ირანული ბიზნესდელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროებია ტრანსპორტი, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვები, კვების მრეწველობა, ხის გადამუშავება, ელექტროდანადგარების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ლითონის წარმოება, ნავთობი და გაზი, ღონისძიებების მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი, საიუველირო წარმოება, ანტიბაქტერიული პრეპარატების წარმოება, ფარმაცევტიკა, შეფუთვა, ჰიგიენური საშუალებები, ნედლეულის იმპორტ-ექსპორტი, პლასტმასის წარმოება, საინჟინრო და სამშენებლო სექტორი და ინტერნეტსერვისები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველო-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს დადებითად აფასებს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „შედეგი, როგორც მინიმუმ, დღეს გვაქვს დაახლოებით 270 ათასი ტურისტი ირანიდან. მეორე - ვიცით, რომ დაწყებულია ძალიან მსხვილი პროექტი, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ საშუალო ბიზნესში უკეთესი მდგომარეობაა - 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 48%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა, ეს ირანის ეკონომიკისთვის არაფერია და ამიტომ ვაწყობთ ამ ღონისძიებებს, ამიტომ ტარდება როგორც ფორუმები, ასევე მთავრობათაშორისი კომისის სხდომა, რომ თუ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს, ის მოვხსნათ. მაგალითად, არის გარკვეული წინააღმდეგობები ავტოსაშუალებებით სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების ნაწილში... ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვაგვარებთ, რომ ბიზნესს ბიზნესთან, რაც შეიძლება, უფრო ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდეს“ - განუცხადა მედიის წარმოამდგენლებს გიორგი გახარიამ

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა. ამ ქვეყნიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ირანიდან საქართველოში განხორციელდა 1.6 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 657%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42