აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თბილისში შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება
პოლიტიკა - 18:48, 10 Oct, 2017     985
აზიურ ფაროსანას, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, გადაადგილება დიდ მანძილზე, დაახლოებით ათეულობით კილომეტრზე შეუძლია. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მავნებელი მიგრირებს საცხოვრებელი სახლებისკენ და ურბანულ ტერიტორიებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აზიური ფაროსანა დაფიქსირდა დედაქალაქშიც. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაძლიერებულია მონიტორინგი. დაგეგმილია მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება. ქიმიური წამლობა პარკებსა და ბაღებში მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ქიმიური წამლობას ღია სივრცეებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ჩაატარებს.

აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური ღონისძიებების ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში. ასევე მოსახლეობას მიეცემა დამატებითი რეკომენდაციები. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მოსახლეობის მხრიდან მავნებელთან ბრძოლისას მექანიკური მეთოდების გამოყენება არის ყველაზე ეფექტური.

როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები განმარტავენ, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ არის დაავადებების გადამტანი მწერი. იგი, ძირითადად, სასოფლო სამეურნეო კულტურებს აზიანებს.

აზიურ ფაროსანას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც ებრძვიან, ბრძოლის კონკრეტული პროტოკოლი ამ დრომდე არცერთ ქვეყანაში არ დადგენილა და მავნებლის სრული განადგურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება ვერც აშშ-ში და ვერც ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ფაროსანაა გავრცელებული.

აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ში და გავრცელდა 34 შტატში. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს . ამ დროისთვის მავნებელი კვლავაც ფიქსირდება ამერიკის ტერიტორიაზე, თუმცა მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42