საკრებულოს სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს - ISFED
პოლიტიკა - 18:11, 10 Oct, 2017     1107
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება- ISFED-ის შეფასებით საკრებულოს სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს:

„თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ, სხდომას დაესწრებოდნენ მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მოქალაქეების ინტერესებისა და დედაქალაქის განვითარების ზრუნვის არის მოტივირებული. აღსანიშნავია, რომ სხდომის დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემის საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადოს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ საკრებულოს, როგორც საჯარო კოლეგიურ ორგანოს სხდომის დახურვის შესახებ წინასწარ არ უმსჯელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

გარდა ამისა, გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით შესაძლოა შეზღუდულიყო დაინტერესებული პირების, მათ შორის პარლამენტის დეპუტატების, სხდომაზე დასწრება. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო კოლეგიური ორგანოს სხდომაზე დასწრების იმგვარ შეზღუდვას, რასაც ადგილი აქვს თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომაზე განიხილება სახელმწიფო, კომერციული ან პერსონალური ხასიათის შემცველი ინფორმაცია. სხვა შემთხვევებში, ნებისმიერ პირს შეუძლია დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომებს.

ამ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დახურვის ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონია. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შესახებ არის უკანონო, ეწინააღმდეგება „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საკრებულოს სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42